Error
საზოგადოება
CNN: "დაჩა, ჭაჭა და გეი ბარები"
"დაჩა, ჭაჭა და გეიბარები"- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას CNN-ი. სოჭის ოლიმპიადის გახსნამდე და მკითხველს 9 გარემოების შესახებ უამბობს, რომელიც სოჭში ჩასვლისას გააოცებთ. აქვე წერია, რომ სინამდვილეში ოლიმპიადა ადლერში იმართება, რომელიც საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიის მეზობლად მდებარეობს. ხოლო სოჭში არაყს ხშირად მისი კავკასიიური მონათესავე - ქართული ჭაჭა ცვლის. სტატიის ავტორი წერს, რომ სოჭში ჩასულებს სომხური და ქართული კერძებით გაუმასპინძლდებიან. ფრანგული გამოცემა "ლემონდი" კი ყურადებას ამახვილებს ათასობით მაწანწალა ძაღლზე. სტატიის ავტორის თქმით, ისინი არიან ყველგან, ოლიმპიურ სოფლებში და ოლიმპიადის რეპეტიციაზეც.
Print