Error
საზოგადოება
სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალი ღრუბლებით იყო დაფარული
სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს რუკაზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები მკაფიოდ არ აღიქმებოდა. ქართველი ოლიმპიელების გამოსვლისას მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილზე ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულება შეინიშნებოდა. საქართველო ზამთრის XXII ოლიმპიურ თამაშებზე 4 სპორტსმენით არის წარმოდგენილი, რომელთა შორის არიან სამთო მოთხილამურეები - ნინო წიკლაური, ალექსი ბენიაიძე, იასონ აბრამაშვილი და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი.
Print