Error
საზოგადოება
კიევში დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, კიევში ძალადობრივი დაპირისპირებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დახმარების თხოვნით სამედიცინო დაწესებულებებს 351-მა დაშავებულმა მიმართა, მასობრივი აქციების 241 მონაწილე კი ჰოსპიტალიზირებულია. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის სამართალდამცავი ორგანოების 79 წარმომადგენელი, 5 ჟურნალისტი, 1 დეპუტატი და სამი 18-წლამდე ახალგაზრდაა.
Print