Error
საზოგადოება
კიევში, მაიდნის დასაცავად ლვოვიდან მილიციელები და მაღალი რანგის ოფიცრები
კიევში, მაიდნის დასაცავად ლვოვიდან მილიციელები, მათ შორის მაღალი რანგის ოფიცრები ჩავიდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიხაილოვსკის მოედანზე, 100-მდე ლვოველი პოლიციელი და ოფიცერი მივიდა, რომლებიც გუშინ ხალხის მხარეს გადავიდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამ დროისთვის მაიდანზე 5 ათასზე მეტი ადამიანია შეკრებილი. კიევში მომხდარი შეტაკებებისას, არაოფიციალური ინფორმაციით, 100-მდე ადამიანია გარდაცვლილი.
Print