Error
საზოგადოება
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება ყირიმის პარლამენტის მიერ მიღებულ დეკლარაციაზე
ყირიმის პარლამენტის მიერ მიღებული დეკლარაცია დამოუკიდებლობის შესახებ ყველა საერთაშორისო ნორმას შეესაბამება,- განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს. უწყების განცხადებით, რუსეთის ფედერაცია პატივს სცემს ყირიმელი ხალხის თავისუფალ არჩევანს. სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ დოკუმენტის მიხედვით, ყირიმი დემოკრატიული რესპუბლიკა იქნება, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები იცხოვრებენ. რუსეთის საგარეო უწყებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. რუსეთის განცხადება და ყირიმში მიღებული გადაწყვეტილება კიევმა უკანონოდ გამოაცხადა.
Print