Error
საზოგადოება
კოდუაზე შესაძლოა საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს
ხვალ, 19 მარტს, ცნობილი გახდება, აღკვეთის რა ღონისძიებას შეუფარდებენ ბრალდებულ ერეკლე კოდუას. სოდ-ის ყოფილი უფროსი საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც შესაძლოა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა - ბრალდება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს გუშინ დაუსწრებლად წაუყენეს. საქმეში ორი ეპიზოდი ფიგურირებს. გამოძიების ცნობით, ნარკოტიკების გამო დაკავებულ ორ პირს სოდის ძველმა ხელმძღვანელმა თავისუფლების სანაცვლოდ ძვირად ღირებული ავტომობილები გამოსძალა.
Print