Error
საზოგადოება
მარკ ცუკემბერგმა ხელფასის სახით 1 დოლარი მიიღო
მსოფლოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის Facebook-ის შემქმნელმა და დირექტორმა მარკ ცუკემბერგმა 2013 წელს 1 დოლარი გამოიმუშავა. ეს იმ ფონზე, როდესაც 2012 წელს ცუკემბერგის ხელფასი 503 205 დოლარი იყო. გიგანტური კომპანიების ისტორიაში ანალოგი უკვე არსებობს. ცნობილია, რომ Apple -ის აწ განსვენებულმა დამფუძნებელმა სტივ ჯობსმა ასევე ხელფასის სახით 1 დოლარი მიიღო. ასევე ცნობილია, რომ Google-ის შემქმნელებმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრიმ 1-1 დოლარი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მარკ ცუკემბერგი 22-ე ადგილზეა და მისი ქონება 27 მლრდ დოლარადაა შეფასებული. ის ასევე ფლობს Facebook-ის აქციათა 61,6%-ს. იმავდროულად, 2013 წელს ცუკემბერგმა აქციებიდან 3,3 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.
Print