Error
საზოგადოება
წელს 14 004 ახალშობილი დაიბადა და 6 810 წყვილი დაქორწინდა

იმდინარე წლის პირველ კვარტალში 14 004 ახალშობილის დაბადება და 6 810  წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა.   

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პერიოდში დაბადებულთა უმრავლესობა – 52% ვაჟია და 48 % გოგონა. ყველაზე მეტი ბავშვი 2014 წლის იანვარში დაიბადა. რაც შეეხება ქორწინებას, ყველაზე მეტმა წყვილმა მიმდინარე წლის თებერვალში მოაწერა ხელი. 2013 წელს34 394 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა.სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკით, 2012 წელს 29932წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, 2011წელს – 30861,2010წელს – 34449,2009 31796,ხოლო 2008  წელს 24696წყვილმა იქორწინა.   რაც შეეხება დაბადებას, 2013 წელს 57 860 ახალშობილს დაიბადა,   2012 წელს –  58 175, 2011 წელს–59 381, 2010  წელს– 63 726, 2009 წელს–63 806, ხოლო 2008 წელს 57 976 ახალშობილი დაიბადა.

 

Print