Error
საზოგადოება
იოანე პავლე მეორეს და იოანე მეცამეტეს წმინდანებად შერაცხავენ
ვატიკანი ორი პაპის კანონიზაციისთვის ემზადება. 5 დღეში იოანე პავლე მეორეს და იოანე მეცამეტეს წმინდანებად შერაცხავენ. სპეციალურად დღესასწაულისთვის ვატიკანში სამ მილიონზე მეტ პილიგრიმს ელოდებიან. მათ შორის იქნებიან პოლონელი რაინდებიც, რომლებიც ვატიკანისკენ იოანე პავლეს სამშობლოდან - პოლონეთიდან დაიძრნენ. რაინდები თითქმის 2000 კილომეტრს ცხენებით გაივლიან. კანონიზაცია 27 აპრილს შედგება.
Print