Error
საზოგადოება
შეხვედრა ზუგდიდელ სპორტსმენებთან (video)
დღეს ზუგდიდში, საზოგადოება „ზუგდიდელი“- ს ინიციატივით შეხვედრა გაიმართა კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონთან დავით ქირიასთან და ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონთან -ირაკლი გოგიასთან. შეხვედრას ადგილობრივი მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრესის წარმომადგენლები დაესწრნენ. საზოგადოება „ზუგდიდელის“ თავმჯდომარემ ოთარ ფაცაციამ სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და მედიის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა. „ პრესა დიდ დროს უთმობს პოლიტიკის გაშუქებას და ამ დროს ყურადღების მიღმა რჩებიან ასეთი წარმატებული და სასახელო ადამიანები, როგორებიც არიან  დავით ქირია და ირაკლი გოგია“., - აღნიშნა მან. შეკრებილებმა ყურადღება გაამახვილეს სპორტის განვითარების საკითხში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
Print