Error
საზოგადოება
თურქეთი არ გადასცემს გაქცეულ ვიცე-პრეზიდენტს ერაყს
თურქეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ არ გეგმავს გადასცეს ერაყს „სიკვდილის  ესკადრონის“ მეთაურობისათვის სიკვდილმისჯილი , სუნიტის ყოფილი ვიცე- პრეზიდენტი ტარიკ ხაშემი. რეჯებ ტაიპ ერდოღანმა დაამატა, რომ ხაშემს , რომელიც თურქეთში მიმდინარე წლის დასაწყისში გაიქცა, შეუძლია ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენა   . უფრო ადრე ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ერაყის მთავრობა,რომლის უმრავლესობას შიიტები შეადგენენ, რელიგიური შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულა  და განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. ხაშემიმ არ გამორიცხა ბაღდადში დაბრუნების შესაძლებლობა , იქ სამართლიანი სასამართლოს აღდგენის შემთხვევაში.   მომზადებულია www.bbc.ru-სმიხედვით
Print