Error
საზოგადოება
რა სიახლეები იქნება წლევანდელ საატესტატო გამოცდებზე
საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება. მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს კიდევ 4 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, ხოლო მათ, ვინც გამოცდების პირველ ეტაპზე საჭირო ქულა ვერ მიიღო, გამოცდების გადაბარების საშუალება მაისში კიდევ ერთხელ მიეცემათ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განმარტებით, წელს გამოცდებთან დაკავშირებით რამდენიმე ცვლილება იგეგმება. მისივე თქმით, მე-11 კლასის მოსწავლეებს სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებში ექნებათ გამოცდები, რომლის სწავლაც უკვე დაასრულეს.
Print