Error
საზოგადოება
გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდა. პროკურატურა გიგი უგულავს მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 50 000 ლარის გირაოს ოდენობის შეფარდებასა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას მოითხოვდა. გიგი უგულავა "სითი პარკის" საქმეზე პასუხისგებაშია მიცემული. ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 აგვისტოს ჩაინიშნა.
Print