Error
საზოგადოება
საქალაქო სასამართლოსთან განვითარებულ მოვლენებს ომბუდსმენი სწავლობს
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გიგი უგულავას პროცესის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველი სწავლობს. განცხადება ამის შესახებ ომბუდსმენის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. "მიუღებელია სასამართლო პროცესის მონაწილეთა მიმართ აგრესიის ან ძალადობის გამოვლინება. ამასთან, ძალადობა და ძალადობისაკენ მოწოდება დაუშვებელია. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ კადრებში დაფიქსირებული ნებისმიერი არამართლზომიერი და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი უნდა იქნეს ყოველმხრივ შესწავლილი, გამორკვეული და განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", – ნათქვამია განცხადებაში.
Print