Error
საზოგადოება
მუნდიალზე ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა
მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. არგენტინა ჰოლანდიას, ბრაზილია კი გერმანიას დაუპირისპირდება. ესტადიუ ნასიონალზე გამართულ შეხვედრაში არგენტინამ ბელგიის ნაკრები მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი მე-8 წუთზე გონსალო იგუაინმა გაიტანა. მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაში გამარჯვებულის გამოვლენას პენალტების სერია დასჭირდა, სადაც ჰოლანდიამ კოსტა რიკას 4-3 სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. პირველი ნახევარფინალური მატჩი ბრაზილიასა და გერმანიას შორის 8 ივლისს ჩატარდება.
Print