Error
საზოგადოება
რიკოთზე მომხდარ ავტოავარიას 14 წლის გოგონა ემსხვერპლა
რიკოთზე გუშინ საღამოს მომხდარ ავტოავარიას 14 წლის გოგონა ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , შემთხვევის შედეგად 10 ადამიანია დაშავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. რიკოთზე გუშინ საღამოს ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ.
Print