Error
საზოგადოება
სასწრაფო დახმარების გამოძახების წესი იცვლება
სასწრაფო დახმარების გამოძახების წესი იცვლება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, სასწრაფო დახმარების სამსახურის ეფექტურ მუშაობას ორი ტიპის მიზეზები უშლიდა ხელს. "ერთი იყო ტექნიკური – საავტომობილო პარკის პრობლემა, რომელიც გვარდება, კონტრაქტი გაფორმებულია და წლის ბოლომდე ავტოპარკი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება, მეორე კი – პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების პრინციპები და მეთოდები. ეს მეთოდოლოგიაც დავამუშავეთ და ვფიქრობთ, რომ მალე შემოვიტანთ. ეს გამოიხატება იმაში, რომ აქცენტი გაკეთდება გეოგრაფიულ და არა ადმინისტრაციულ მიწვდომადობაზე და პაციენტის რეალურ მდგომარეობაზე",-განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, რეგულაცია მას შემდეგ შევა ძალაში, რაც კონსულტაციები დასრულდება.
Print