Error
საზოგადოება
ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციას 170 პალესტინელი ბავშვი ემსხვერპლა
გაერო-ს მონაცემებით, ისრაელის მიერ ღაზას სექტორში ოპერაციის დაწყებიდან 697 პალესტინელი გარდაიცვალა. "ინტერფაქსის" ინფორმაციით , ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს ჰუმანიტარული საკითხების საკოორდინაციო სამმართველოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში. სამმართველოს მონაცემებით, დაღუპულთა შორის არის 518 მშვიდობიანი მოქალაქე და 170 ბავშვია. ამავე პერიოდში ისრაელის დანაკარგმა 32 ადამიანი შეადგინა, აქედან სამოქალაქო პირი სამია.
Print