Error
საზოგადოება
პატრიარქი დღეს საქართველოში დაბრუნდება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს საქართველოში დაბრუნდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს. პატრიარქი გერმანიაში თანმხლებ პირებთან ერთად 2 ივლისს გაემგზავრა. სამი კვირის განმავლობაში უწმინდესი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. პატრიარქი გერმანიიდან დღეს საღამოს დაბრუნდება.
Print