Error
საზოგადოება
ავიაკომპანია AIR ALGERIE-ს თვითმფრინავი რადარიდან გაქრა
ალჟირის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია Air Algerie-ს თვითმფრინავი რადარიდან გაქრა. თვითმფრინავი ბურკინა ფასოდან ალჟირში მიფრინავდა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან 50 წუთში დაკარგეს. თვითმფრინავის ბორტზე 110 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანია საგანგებო გეგმაზეა გადასული.
Print