Error
საზოგადოება
ამბასადორიალის ფარგლებში სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა გაიმართება
თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში დღეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ელჩებს გააცნობენ საკუთარ მოსაზრებებს საქართველოში მიმდინარე საშინაო პოლიტიკისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობაზე. აღნიშნულ სამუშაო პანელს ასევე დაესწრებიან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები. ღონისძიების მონაწილეები მოისმენენ ექსპერტების მოსაზრებებს საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ.
Print