Error
საზოგადოება
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები დღეს სოჭში შეხვდებიან
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე დღეს სოჭში შეხვდებიან. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ნოვრუზ მამედოვის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რუსეთის პრეზიდენტს დღეს შეხვდება. აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები უკანასკნელად ერთმანეთს გასულ წელს, ვენაში შეხვდნენ.
Print