Error
საზოგადოება
თურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება
თურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ტარდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი. არჩევნებში ასევე მონაწილეობს ოპოზიციური პარტიების – "სახალხო- რესპუბლიკური პარტია" და "ნაციონალური მოქმედების პარტია" – ერთიანი კანდიდატი ექმელედინ იხსანოღლუ და პროქურთული "სახალხო-დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი სელაჰატინ დემირტაში. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის სამიდან ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული არ გამოიკვეთა, მეორე ტური 24 აგვისტოს გაიმართება. თურქეთში პრეზიდენტს აქამდე პარლამენტი ირჩევდა.
Print