Error
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილზე შიდა ძებნა გამოცხადდა
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილზე  შიდა ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურაში განაცხადეს , ამის შესახებ გამოტანილია დადგენილება, რომელიც გადაეცა შესაბამის უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციისა და "ტელეიმედში" შეჭრაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, რის შესაბამისადაც ძებნა გამოცხადდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ. "გამოტანილია დადგენილება ყოფილი პრეზიდენტის ძებნის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი ძებნილად არის ცნობილი. მასზე გამოცხადებულია შიდა ძებნა. გამოტანილია დადგენილება, რომელიც გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში. მიხეილ სააკაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდა. სააკაშვილი კიდევ ორ საქმეზეა ბრალდებული.
Print