Error
საზოგადოება
სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით პროკურატურას სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს
მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას სასამართლოსთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. საგამოძიებო ორგანოს პროცედურის განსახორციელებლად კონკრეტული ვადები არ აქვს, რადგან ბრალდებული დაკავებული არ არის. ასევე, ჯერ უცნობია, მიმართა თუ არა პროკურატურამ ინტერპოლის ქართულ ბიუროს ექსპრეზიდენტზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნით. შეგახსენებთ, რომ დადგენილება მიხეილ სააკაშვილის შიდა ძებნის გამოცხადების თაობაზე უკვე ძალაშია.
Print