Error
საზოგადოება
ფრანგული მედიასაშუალებები Facebook-ის მიერ კანონდარღვევაზე საუბრობენ
  კომპანია Facebook-ი ცრუს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მომხმარებლების პირადი შეტყობინებები ყველასათვის მისაწვდომი ხდება. მომხმარებლები, უმეტესად საფრანგეთში, ამტკიცებენ, რომ 2007 - დან 2009 წლამდე გაგზავნილი შეტყობინებები  ღია გახდა. Facebook -ი უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ თავისი კლიენტების კონფიდენციალურობას მკაცრად იცავს. სხვა წყარო ბი-ბი სი-თან საუბარში აცხადებს, რომ კომპანიის ინჟინრების სიტყვებით,  მომხმარებლის პრივატული და ღია მონაცემების შეცვლა ტექნიკურად შეუძლებელია. "არანაირი მექანიზმები" ამისთვის არასოდეს შექმნილა. Facebook -ის პოზიციის მიუხედავად, ბევრი მომხმარებელი განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ მათ გვერდებზე აშკარად პირადი ხასიათის მასალები ჩნდება. ამვე დროს  Facebook -ის  აქციების ფასი ისევ ეცემა, მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ფინანსურმა გამომცემლობა Barron's მა დაწერა, რომ თითოეული აქციისა რეალური ფასი  15 აშშ დოლარია – გაცილებით უფრო იაფი, ვიდრე განთავსების ფასები  38 აშშ დოლარი. უოლ-სტრიტის აქციებია ფასი, ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის 9,1% შემცირდა და 20,79 აშშ დოლარი შეადგინა.
Print