საზოგადოება
ISAF-ის სარდლობამ ლევან მარგველანი კვირის საუკეთესო ჯარისკაცად დაასახელა

10613139_825780207454723_2015674217638874263_n

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამხედრო დავალების წარმატებით შესრულებისა და გამოჩენილი თავდადებისთვის ISAF-ის სარდლობამ კვირის საუკეთესო ჯარისკაცად დაასახელა.

“სპეციალური ჯილდო რიგით ლევან მარგველანს სამხედრო ბაზა “პასაბზე” დღისა და ღამის პატრულირებისას გამოჩენილი თავდადებისათვის, ასევე მასზე დაკისრებული ყველა სამხედრო ამოცანის წარმატებით შესრულებისათის გადაეცა”, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ქართველ სამხედროს სპეციალური სერტიფიკატი ავღანეთში სამხრეთის რეგიონალური საკომანდოს მეთაურმა, გენერალ-მაიორმა მაიკლ ბილსმა გადასცა.
Print