Error
საზოგადოება
ქართველმა ემიგრანტებმა აშშ-ში სააკაშვილს საპროტესტო აქცია მოუწყვეს
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. როგორც სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები - "სააკაშვილი მწამებელი". ისინი პრეზიდენტის გაერო-ს ოფისთან მისვლას შეძახილებით შეხვდნენ. შეგახსნებთ საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ანსამბლეის რიგით 67-ე სესიას ესწრება.
Print