Error
საზოგადოება
ქუთაისის ახალ აეროპორტში პირველი ოფიციალური რეისი დაეშვა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ახალ აეროპორტში კიევიდან პირველი ოფიციალური რესისი დაეშვა. "ბიზ ეარის“ თვითმფრინავის მგზავრი ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია იყო. "ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ქუთაისისთვის, შესრულდა პირველი დაბალ ბიუჯეტიანი რეისი კიევიდან-ქუთაისის მიმართულებით. არის ძალიან დიდი მოთხოვნა ბილეთებზე. ამიტომაც დეკემბრიდან კვირაში ხუთი რეისი შესრულდება. ზაფხულის სეზონზე კი ფრენები ყოველდღიურ ხასიათს მიიღებს. ყველა მგზავრმა ბილეთები 50 ევროზე უფრო იაფად შეიძინა", - აღნიშნა ქობალიამ.  
Print