საზოგადოება
ინტერნეტში Gmail-ის 5 მილიონი პაროლი გამოქვეყნდა
ინტერნეტში Gmail-ის ლოგინების და პაროლების 5-მილიონიანი ბაზა გამოქვეყნდა. ფორუმი Bitcoin Security-ის მომხმარებლის ინფორმაციით, ფსევდონიმით tvskit, რომელმაც პირველმა განაცხადა ქსელში ამ ბაზის არსებობის შესახებ, ფაილში მოცემული ლოგინების და პაროლების 60% მოქმედია. ბაზაში მოცემულია 4,93 მლნ პაროლი Gmail-ის ელექტრონული ფოსტის მისამართისთვის. ამ ინფორმაციას არა მხოლოდ ფოსტის გახსნა შეუძლია, არამედ წვდომა Google-ის ყველა სერვისზე. Gmail-ზე ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მანამდე ინტერნეტში Mail.ru-ის და Яндекс-ის ფოსტების 7 მილიონი პაროლი გამოქვეყნდა.
Print