საზოგადოება
ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის დაყადაღებული ქონების ჩამონათვალი გაავრცელა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იმ ქონების ჩამონათვალს ასახელებს, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს და მის ოჯახს დაუყადაღდა. ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის , მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის ქონება. მისივე განმარტებით, დააყადაღებულია ყვარელში სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია, ასევე ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით; ბებიის მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი "ტოიოტა რავ" 4; ასევე გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; მეუღლის სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის "ჰონდა აკორდი".
Print