Error
საზოგადოება
“Stop–ჩვენი გზაა”–ზუგდიდში “დეას” ახლგაზრდული კლუბის წევრებმა აქცია გამართეს (video)
“Stop–ჩვენი გზაა” – სპეციალურ სანიშნებზე დაწერილი ამ ფრაზით დღეს ასოციაცია “დეასთან” არსებული ინტეგრირებული ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ქალაქის ცენტრში აქცია გამართეს. აქციის მიმდინარეობის პერიოდში ზუგდიდის ცენტრალური ბულვარისა და რუსთაველსი ქუჩის გადაკვეთაზე, შადრევნის ორივე მხარეს არსებულ გადასასვლელებზე მოძრაობა ათ–ათჯერ, 30 წამით შეჩერდა. ე.წ ზებრაზე მდგარი ახალგაზრდები მძღოლებს ქვეითად მოსიარულე მოქალაქეთა უფლებებისა და საგზაო წესების დაცვის აუცილებლობისკენ მოუწოდებდნენ. აქციის ტექნიკურ მხარდაჭერას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტზრუნველყოფდა.ის სამეგრელო – ზემო სვანეთის სამმართველო უზრუნველყოფდა. საპატრულოს ორი თანამშრომელი აქციის მშვიდობიან მსვლელობას  უწევდა კონტროლს.
Print