Error
საზოგადოება
ძლიერი წვიმის შედეგად ბაგრატის ტაძარში წყალი ჩავიდა
ძლიერი წვიმის შედეგად ბაგრატის ტაძარში წყალი ჩავიდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის პრესმდივანმა თამარ კვანტალიანმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ვითარებაში გასარკვევად ბაგრატის ტაძრის ერთ-ერთ მღვდელმსახურს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ წყალი ტაძარში არა სახურავიდან არამედ სარკმლიდან ჩავიდა. "არის რაღაც ტექნიკური პრობლემა, რომლის გამოსასწორებლად მუშაობენ", _ დასძინა თამარ კვანტალიანმა. წყარო
Print