საზოგადოება
ფელიქს ბაუმგარტნერი 39 ათასი მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა (video)
ავსტრიელმა პარაშუტისტმა ფელიქს ბაუმგარტნერმა სიმაღლიდან თავისუფალ ვარდნაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ის 39 კილომეტრი სიმაღლიდან გადმოხტა და აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატის უდაბნოში უვნებლად დაეშვა. 43 წლის ავსტრიელმა ექსტრემალმა სპეციალური კაფსულით 39 კილომეტრზე ასვლას  ორ საათზე მეტი მოანდომა.ბაუმგარტნერის გიგანტური სტრატოსტატი, რომელიც ჰელიუმით იყო სავსე, ცაში ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ როსუელის აეროპორტიდან აფრინდა. მას შემდეგ, რაც სტრატოსტატმა 39 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია, იგი კაფსულიდან გადმოხტა. ფელიქს ბაუმგარტნერის ფრენის ხანგრძლივობა 10 წუთამდე გრძელდებოდა, ამ დროიდან ნახევარი - ხუთი წუთი- მან თავისუფალი ვარდნაში გაატარა. 1,5 კილომეტრ სიმაღლეზე კი პარაშუტი გახსნა.ვარდნის დროს ბაუმგარტნერმა 1 100 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, რითაც ხმის სიჩქარეს გადააჭარბა. ფელიქსმა ერთდროულად რამდენიმე რეკორდი მოხსნა. მთელია მ პროცესის ნახვა პირდაპირი ტრანსალაციიით შესაძლებელი იყო ინტერნეტით, ავსტრიელი ექსტრემალის ვარდნის პროცესს ინტერნეტის საშუალებით 8 მილიონი ადამიანი აკვირებოდა.
Print