საზოგადოება
მესტიის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი შენობა ექნება
მესტიის მუნიციპალიტეტში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადმინისტრაციული შენობისა და ავტოფარეხის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის განსახორციელებლად  315 000 ლარი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტის  სახანძრო-სამაშველო სამსახურს წლების განმავლობაში არ გააჩნდა ადმინისტრაციული ნაგებობა და ავტოფარეხი.  მშენებლობაზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული.   
Print