PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/prezidenti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პრეზიდენტის განცხადებით ნიგვზიანში რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილ დაპირისპირებას ხელოვნური ხასიათი აქვს (video)
18:15 / 02.11.2012
ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში ადგილობრივები აჭარიდან ჩასახლებულ მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. სოფლის მოსახლეობა იმ სახლთანაა შეკრებილი, სადაც ეკომიგრანტებმა სამლოცველო გახსნეს.
ნიგვზისში სრულიად საქართველოს სამუსულმანო სამმართველოს მუფტი ჯემალ პაქსაძე ჩავიდა. მასთან ერთად იმყოფება "სრულიად საქართველოს მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძეც.
სოფელში მათ გამოჩენას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში მეჩეთის მშენებლობასა და მუსლიმანური ლოცვების მოწყობას არ დაუშვებენ.
სოფელ ნიგვზიანში მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე ადგილობირივ ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
როგორც ნიგვზიანელები ამბობენ, "მათ მიწა-წყალზე მუსლიმნებს ლოცვის საშუალებას არ მისცემენ და სადაც უნდა იქ ილოცონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი სისხლისღვრით იმუქრებიან".
თავად სამლოცველოს მეპატრონე არჩილ კახაძე კი ამბობს, რომ ისინი ლოცვას მაინც აღავლენენ, რადგან ამის კანონიერი უფლება აქვთ, ადგილობრივებს კი მათთვის ლოცვის აკრძალვის უფლება არ აქვთ.
ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას მოუწოდა ადგილზე გაეცნოს პრობლემებს და ვითარების განსამუხტად, შესაბამისი ზომები მიიღოს. ქვეყნის პირველი პირის განცხაებით, დაძაბულობას, რომელიც იმის გამო წარმოიქმნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აჭარიდან ჩასახლებულ მუსულიმან ეკომიგრანტებს ლოცვის საშუალებას არ აძლევს, ხელოვნური ხასიათი აქვს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს და ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა შენარჩუნდეს.
მასალის გამოყენების პირობები