Error
საზოგადოება
ზუგდიდში საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტი „ძალა ჩვენშია“ განხორციელდება
კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სამ რეგიონში საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტი „ძალა ჩვენშია“ განხორციელდება. საზოგადოების განვითარება, ეფექტური მართვა, გენდერული თანასწორობა და ტოლერანტობა პროექტის ძირითადი მიმართულებებია. პროექტის პრეზენტაცია დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. პროგრამა გორსა და ახალციხესთან ერთად ზუგდიდშიც 2 წლის მანძილზე გაგრძელდება და ადგილობრივ არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში დღეს პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე შედგა. დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამეგრელოს რეგიონში დღეს არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. როგორც კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა თინათინ ასათიანმა რადიო „ათინათთან“ საუბარში განაცხადა, პროგრამა საბაზისო კვლევით იწყება, რადგან მომავალში პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველა ღონისძიება დღეს აქტუალურ პრობლემებზე იქნება ორიენტირებული, მისივე თქმით, ამ პროცესებში მედიისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
Print