Error
საზოგადოება
მარჯანიშვილის თეატრში ღონისძიება ,,ქართულ-აფხაზური საგანძური" გაიმართება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, დღეს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ღონისძიება სახელწოდებით "ქართულ – აფხაზური საგანძური" გაიმართება. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, თეატრის ფოიეში, საგანგებოდ ამ დღისთვის მოეწყობა "ქართულ – აფხაზური საგანძურის" ბანერული გამოფენა, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ნაშრომები ქართულ აფხაზურ ურთიერთობებზე. ასევე, მოეწყობა აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი "თეთრი ტალღა".სამეგრელო ღონისძიებისთვის შეიქმნა ვიდეო-ინსტალაციები, რომლებშიც ასახულია აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და ქართულ-აფხაზური მშვიდობიანი ურთიერთთანაცხოვრება. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
Print