Error
საზოგადოება
მოსკოვის ხელისუფლება და ოპოზიცია თავისუფლების მარშს ათანხმებენ
მოსკოვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ისევ გრძელდება მოლაპარაკებები 15 დეკემბრის თავისუფლების მარშის მარშრუტის შესათანხებლად, განაცხადა რუსეთის დედაქალაქის რეგიონალური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა ალექსეი მაიოროვმა. РИА-Новости–თან ინტერვიუში მან აღიშნა, რომ დღეს მიღებულ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. 10 და 11 დეკემბერს მოსკოვის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლება ოპოზიციონერების მერ შეთავაზებულ მარშრუტების ვარიანტებს არ დაეთანხმა.  
Print