Error
საზოგადოება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არტ-გალერეამ ქუთაისელ მხატვრებს უმასპინძლა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მხატვართა კავშირის ორგანიზებით გალერეამ ქუთაისის მხატვართა კავშირის წარმომადგენლებს უმასპინძლა. გამოფენაზე რვა ქუთაისელი მხატვრის 55 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. პეიზაჟის, ნატურმორტისა და სკულპტურული ნამუშევრების დასათვალიერებლად გალერეაში თავი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოიყარა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის თანამშრომელის გულიკო ჩიქობავას განცხადებით ზუგდიდი მსგავსი ღონიძიებებით განებივრებული არ არის, ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ მსგავსი გამოფენები ხშირად მოეწყობა.
Print