Error
საზოგადოება
დავით დარახველიძის განცადებით სხვადასხვა ობიექტებში უკანონოდ შეჭრილ ადამიანებს დღეს ტერიტორიის დატოვებას მოსთხოვენ
სხვადასხვა ობიექტებში უკანონოდ შეჭრილ ადამიანებს დღეს გაფრთხილება მიეცემათ რომ დატოვონ ტერიტორია , - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, დავით დარახველიძემ განუცხადა. მისი თქმით,53 ობიექტში შეჭრილი დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი იყო. ამჟანად კი თუმცა უკანონოდ შეჭრილი მხოლოდ 300-მდ ოჯახია  დარჩენილი. მინისტრის განცხადებით, ყველაზე პრობლემური იყო კამოს ქუჩის შემთხვევა, სადაც დევნილთა ინტერესები უპირისპირდება ერთმანეთს და ასევე დევნილები უპირისპირდებიან მერიას. როგორც დარახველიძემ განაცხადა, დღეს მოხდება მათი გაფრთხილება და უკანონოდ შეჭრილებმა 5 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება გამოყენებული. "ჩვენ შევეცდებით მივაღწიოთ მათ მშვიდობიან გამოსვლას და იმედი მაქვს, რომ აუცილებელი არ იქნება პოლიციის ჩარევა", - განაცხადა დავით დარახველიძემ. შეჭრილებთან მოლაპარაკებებში ასევე ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
Print