PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/iaponia2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

იაპონიის მთავრობამ ზუგდიდის სამედიცინო ცენტრ „თანაზიარს“ უახლესი აპარატურა გადასცა
18:00 / 20.12.2012
ზუგდიდს, იაპონიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სტუმრობდა. ჰიროკი ტოკუნაგამ იაპონიის მთავრობის მიერ „ადამიანთა უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული “ ზუგდიდის სამედიცინო ცენტრის გაუმჯობესების პროექტის“ საზეიმო გახსნის ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ცენტრალური და რეგიონალური მთავრობის წარმომადგნლები. პროექტის ფარგლეში სამედიცინო ცენტრ „თანაზიარს“ სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა. კერძოდ ეხოსკოპიის აპარატი, ავტორეფრაქტომეტრი, რომელიც ოფთალმოლოგიაში გამოიყენება, ანალიზატორი, სტერილიზატორი და ავტოკლანი. პროექტის მიზანის ახალი სამედიცინო აღჭურვილობის წარდგენით ზუგდიდში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაა.
ახალი აპარატურით აჭღურვილი ცენტრის მომსახურეობით დაახლოებით 10 000 ზუგდიდელი ისარგებლებს.
რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიარს“ თავმჯდომარის ხათუნა ბეჭვაიას განცხადებით ცენტრი ერთი წლის განმავლობაში გარკვეული კატეგორიის პაციენტებს უფასოდ მოემსახურება. აღნიშნულ კატეგორიაში მოაზრება ოჯახური ძალადობის მსხვერპლები და მათი შვილები, მრავალშვილიანი ოჯახები და მათი შვილები, მარტოხელა დედები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 14 წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები