საზოგადოება
მესტიის 7 სოფელი ისევ ელექტროენერგიის გარეშე რჩება
მესტიაში ინტენსიური თოვა შეწყდა. მესტია-ჯვარი-ზუგდიდის გზაზე მოძრაობა აღდენილია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა. მისივე ცნობით, ამ დროისთვის მესტიის ცენტრს მოწყვეტილია 5 სოფელი (უშგული, კალა, იფარი, წვიმი, ადიში), 7 სოფელს კი ელექტრონერგია არ მიეწოდება. "უშგულის  გზის გასაწმენდად დღეს წავა ტრაქტორი. დაზიანებულია 600 მეტრის ელექტროენერგიის სადენბი. გზის გახსნისთანავე "ენერგო-პრო ჯორჯია" მუშაობას დაიწყებს, საჭირო მასალა მათ უკვე ჩამოტანილი აქვთ და ამ სოფლებს ელექტოენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, ზეგ აღუდგებათ", - თქვა კაპიტონ ჟორჟოლიანმა. მესტიის მაღალმთიან სოფლებში ერთო კვირაა გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი ზოგიერთ სოფლებში 1,5მ  აჭარბებს.
Print