საზოგადოება
"კარფურის" ვებ-გვერდის გატეხვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
"კარფურის" ვებ-გვერდის გატეხვასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ელი ნაწილი კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს.   ამ დროისთვის საიტი გათიშულია. "Hacked By Middle East Cyber Army. WE ARE MUSLIMS" - ასეთი ტექსტი ხვდება მომხმარებელს ვებ-გვერდზე შესვლისას.  ინგლისურ ენაზე გაკეთებულ ტექსტში ასევე ვკითხულობთ: ჩვენ ვართ მუსლიმები; ყურანი ჩვენი წიგნია; ღმერთის გვწამს და ღმერთისთვის ვმუშაობთ; წყეულიმც იყოს "შარლი ჰებდო!", ისლამი და ისლამისტები მუდამ დომინანტები იქნებიან; ისლამი სიმართლეა, ამიტომ არის ის ყველაზე სრაფად ზრდადი რელიგია"! შეუფერხებლად მუშაობს carrefour.com.
Print