საზოგადოება
კომერციული ბანკების უმეტესობაში დოლარი 1,98 ლარად იყიდება
კომერციული ბანკების უმეტესობაში 1 დოლარის გაყიდვის ფასი კიდევ გაიზარდა. ამ დროისთვის, კომერციული ბანკების მიერ დოლართან მიმართებაში დადგენილი გაცვლითი კურსი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურს 4 პუნქტით აღემატება.  კონკრეტულად, "საქართველოს ბანკსა" და "თიბისი ბანკში" 1 დოლარს 1.98 ლარად ყიდიან და 1.90 ლარად ყიდულობენ.  რაც შეეხება "ლიბერთი ბანკს", 1 დოლარს 1,97 ლარად ყიდიან და 1,91 ლარად ყიდულობენ. დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული. სავალუტო ჯიხურების ნაწილიც, კომერციული ბანკების მსგავსად, დოლარს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსზე ძვირად ყიდიან.
Print