საზოგადოება
უამინდობის გამო რამდენიმე რეისი გაუქმდა
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი შეფერხდა. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, ძლიერი ნისლის გამო, სტამბული-თბილისისა და დუბაი-თბილისის ავიარეისები გაუქმდა.  ხოლო, თბილისი-მიუნხენის რეისი გადაიდო.  აეროპორტის ცნობით, თბილისი-მიუნხენის რეისი, დღეს, 16:40 საათზე შესრულდება. 
Print