Error
საზოგადოება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა (video)
ბიუჯეტი 19 710 000 ლარით განისაზღვრა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის რუსლან კილასონიას განცხადებით 2012 წელს ბიუჯეტი 3 600 000 ლარით გაიზარდა. 2013 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული სოფლის განვითარებისა და რეგიონული პროგრამები. კილასონიას განცხადებით გასულ წელს სოფლებში პრობლემების მოსაგვარებლად 1800 000, 2013 წელს კი ეს თანხა 2 ნახევარ მილიონამდე გაიზრდება. „2013 წელს ასევე იგეგმება ადგილობრივი მოსაკრებლის უფრო ორგანიზებულად დაგროვება და პარკირების მოსაკრებლის ეფექტური აგროვების მეთოდების დანერგვა“-აღნიშნავს კილასონია. მისივე განცხადებით მონიტორინგი განხორციელდება ქონების გადასახადზე, რაც ბიუჯეტის თანხებს 1 000 000 ლარით გაზრდის, ეს თანხა ძირითადად მოხმარდება ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელებას. სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად დაამტკიცეს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის #32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. დადგენილების მიხედვით გამგებელი თვითონ ირჩევს მოადგილეებს და საშტატოს წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად.
Print