Error
საზოგადოება
რიო–დე –ჟანეიროში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა (video)
გადაუღებელმა წვიმებმა რიო–დე–ჟანეიროში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. ბრაზილიური მეგაპოლისის ასობით მცხოვრები სახლის გარეშე დარჩა. პოლიცია დაღუპულებისა და დაზარალებულების შესახებ ინფომრაციას ავრცელებს. დატბორილია სარდაფები და შენობის პირველი სართულები. წაქცეულმა ხეებმა ათობით ავტომობილი დააზიანა. ჯერ არ არის გარკვეული, თუ როდის დაუბრუნდება ქალაქი  ნორმალურ ცხოვრებას. სინოპტიკოსების პროგნოზით წვიმა მომდევნო რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
Print