Error
საზოგადოება
გუდაური-კობის მონაკვეთზე კვლავ შეზღუდვებია დაწესებული
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 14.00 საათის მდგომარეობით, ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე დღის 12 საათიდან საღამოს 17 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იყო აკრძალული. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება ცალმხრივად - გუდაური-კობი ან კობი-გუდაურის მიმართულებით ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ავტომანქანების მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება და მოძრაობის მიმართულების გადართვა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით. თოვლისა და ლიპყინულის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაური (ფოსტა)-ს მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
Print