Error
საზოგადოება
რესურს-ცენტრების ხელმძღვანელების თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა
სხვადასხვა ქალაქში საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ახალი ხელმძღვანელები კონკურსის წესით შეირჩევიან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ მიზნით კონკურსი უკვე გამოაცხადა. სამინისტრო 48 რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს შეარჩევს კონკურსის საფუძველზე, მათ შორისაა, თბილისის რამდენიმე რაიონის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ოზურგეთის, მცხეთის და სხვა მუნიციპალიტეტის რესურს-ცენტრები. რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო შეადგენს თვეში 1 030 ლარს. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე გადაირჩევა აპლიკანტების განცხადებები, მეორე ეტაპზე გაიმართება ტესტირება, ხოლო საბოლოოდ კანდიდატები გასაუბრების გზით შეირჩევიან.
Print